გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

11 სექტემბრისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

11 სექტემბრისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერაქტიდან 14 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ დღესთან  დაკავშირებით ლიტერატურულ კაფეში ,,ნოველა,, ოფიციალური მიღება გაიმართა. სადაც მიწვეული იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ამერიკის მეგობართა კლუბმა თანადგომის ნიშნად, ქართველ ხალხთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ანტიტერორისტულ მოძრაობაში და სოლიდარობა გამოუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს. გელა დუმბაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობას და სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობას, ასევე, მადლობა გადაუხადა ამერიკის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელს, ილია ზუკაკიშვილს. ღონისძიება ჩატარდა თბილისის მერიის, კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.