გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ვიოლეტა ვაგნერთან

შეხვედრა ვიოლეტა ვაგნერთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

24 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერთან, ვიოლეტა ვაგნერთან. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის პროექტების ოფიცერი, ქეთევან გორგოშიძე ესწრებოდნენ.
გელა დუმბაძემ ვიოლეტა ვაგნერს აპარატის საქმიანობის ის ახალი მიმართულებები, პროგრამები და პროექტები გააცნო, რომელიც ხელს უწყობს დიასპორის ჩართვას წარმომშობი ქვეყნის განვითარებაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ჩართულობას მიმდინარე წლის 12–17 ოქტომბერს დაგეგმილ “გლობალურ დიასპორულ კვირეულში”, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, როგორც „საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის” (IdEA) რეგიონული პარტნიორის მიერ ტარდება.
შეხვედრაზე განხილული იქნა „საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის” პროგრამის განხორციელების გზები და საშუალებები.