გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა რეზო ჩხიკვიშვილთან

შეხვედრა რეზო ჩხიკვიშვილთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
1 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე გერმანიაში მოღვაწე მსახიობს, რეზო ჩხიკვიშვილს და რეჟისორს, პროდუსერს და სცენარისტს, ნიკოლოზ ხომასურიძეს შეხვდა.
როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ხომასურიძემ რეზო ჩხიკვიშვილს თავის ახალ ფილმში „ექვთიმე“ , ექთვიმე თაყაიშვილის როლის შესრულება შესთავაზა.
სახელმწიფო მინისტრმა იმ დიდი მაგალითის მნიშნველობა აღნიშნა, რასაც მომავალ თაობას უტოვებენ ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორიც ექვთიმე ღვთისკაცია.
„ექვთიმე თაყაიშვილი გაცილებით დიდი განძია პირადად ჩემთვის, ვიდრე განძი, რომელსაც ის იცავდა“ – აღნიშნა გელა დუმბაძემ.
შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა, სტუმრებს გააცნო უწყების უახლესი გეგმები და ოქტომბერში დაგეგმილ დიასპორულ კვირეულზე მიიწვია.
რეზო ჩხიკვიშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს გულთბილი მიღებისათვის, თანადგომა სთხოვა ქართულ დიასპორაში ფილმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და იმედი გამოთქვა, რომ მალე დიუსელდორფში მცხოვრებ ქართველებთანაც შედგება გელა დუმბაძის შეხვედრა.

 

ექვთიმე თაყაიშვილის ფილმის პრომო / Ekvtime Takaishvili Film Promo