გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიის სხდომა

ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიის სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
2015 წლის 5 ოქტომბერს, პარიზში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები ქართული მხრიდან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, ხოლო ფრანგულ მხრიდან, ამხანაგობა „ქართული კერას“ წარმომადგენლები: ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი და ეთერ ფაღავა. სხდომაზე, რომელიც 5 საათი გრძელდებოდა, განხილულ იქნა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის პროცესის წინა მოსამზადებელი პერიოდი. მხარეებმა განიხილეს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები და შეთანხმდნენ, რომ სადიაგნოსტიკო სამუშაოებისა და მისიის მიერ წარმოდგენილი პროგრამირების პროექტის ოჯახების მიერ დადასტურების შემდეგ გახდება გადაცემის საბოლოო აქტზე ხელისმოწერა შესაძლებელი.