გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა პარიზში მცხოვრებ ქართველებთან

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა პარიზში მცხოვრებ ქართველებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

4 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ქალაქ პარიზში მცხოვრებ დიასპორას შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. გელა დუმბაძემ შეხვედრაზე მისულ ქართველებს აპარატის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თანამემამულეების კითხვები ლევილის შატოს საქართველოსთვის გადმოცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს დაგეგმილია ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა.