გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გელა დუმბაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველ მომღერალს შეხვდა

გელა დუმბაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველ მომღერალს შეხვდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

25 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველ თანამემაულე მომღერალ მარიამ ბიბილურს შეხვდა. მარიამი უკვე რამოდენიმე წელია წარატებით მოღვაწეობს ნიუ-იორკში და აღიარებულია, როგორც ეთნო-ჯაზის ერთ-ერთი წარმატებული ავტორ-შემსრულებელი.
მარიამმა სახელმწიფო მინისტრს მოუყვა თავისი საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ მას ამერიკაში იცნობებენ როგორც ქართველ მომღერალს და მის სიმღერებს გასდევს ქართული ფოლკლორის ჟღერადობა რაც ძალიან მოსწონს ამერიკელ მსმენელს. მისი ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია ქართველ მსმენელს უკეთ გააცნოს საკუთარი შემოქმედება და მისი ბოლო ალბომი „GATES”, რომელიც მისივე თქმით ერთგვარი მაკავშირებელია ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკას შორის. ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მიღებულმა განათლებამ მარიამს შესაძლებლობა მისცა სრულიად განსხვავებული სტილი შეეთავაზებინა საკუთარი მსმენელისთვის, რომელიც, ჯაზის, სოულისა და ფოლკლორის ნაზავია. გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და მიიწვია დიასპორულ კვირეულზე.

123