გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ისრაელი–საქართველოს სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან

შეხვედრა ისრაელი–საქართველოს სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
8 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ისრაელი–საქართველოს სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, იციკ მოშეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინო მატიაშვილი, და ადმინისტრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლელა შველიძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს. იციკ მოშემ ერთგვარი სინანული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. მხარეებმა განიხილეს ამ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. იციკ მოშემ სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ საინვესტიციო პროექტებზე, გამოთქვა მოსაზრებები ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობის მექანიზმებზე. მან აღნიშნა საზღვარგარეთ მცხოვრები წარმატებული ქართველი ბიზნესმენების ჩართულობის აუცილებლობა წარმომშობი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და სახელმწიფო მინისტრს ამ მხრივ ისრაელის გამოცდილება გაუზიარა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს აპარატის პრიორიტეტები გააცნო, ისაუბრა დიასპორის ჩართულობის საერთაშორისო ალიანსთან აპარატის თანამშრომლობაზე, 12–17 ოქტომბერს დაგეგმილ გლობალურ დიასპორულ კვირეულზე და რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის ერთ–ერთი მონაწილე იციკ მოშეც არის.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შეხების წერტილები და პერსპექტივები. იციკ მოშემ გამოხატა სურვილი მომავალი წლის დასაწყისში სახელმწიფო მინისტრის ისრაელში ვიზიტის მომზადების თაობაზე, საპარლამენტო და სოხნუტის დონეზე.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც დიასპორებთან მიმართებით მცირე პროექტების განხორციელებით დაიწყება.