გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა აშშ-ის ახალ ელჩთან

შეხვედრა აშშ-ის ახალ ელჩთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
9 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, ქორთნი ოსტრიენი, სახელმწიფო მინისტის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის ოფიცერი, შამენა გალი, და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ლელა შველიძე.
სახელმწიფო მინისტრმა აშშ–ს ახალ ელჩს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აშშ–ს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და გაღრმავდება.
ელჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს შეხვედრისათვის და 13 ოქტომბერს დაგეგმილ რეგიონულ დიასპორულ ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისათვის. შეხვედრაზე განხილული იქნა ფორუმისა და გლობალური დიასპორული კვირეულის ღონისძიებები, რაზეც იან კელიმ სახელმწიფო მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. გელა დუმბაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო დიასპორული ჩართულობის ალიანსთან თანამშრომობას და გლობალური დიასპორული კვირეულის ფორმატის ფარგლებში უკვე ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან ელჩს აშშ–ის გლობალური პარტნიორობის ოფისთან, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მიმართულებები გააცნო, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აშშ–ში ვიზიტისას გამართული მაღალი რანგის შეხვედრების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.
ქორთნი ოსტრიენმა აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია.
იან კელი დაინტერესდა ქართული დიასპორის სტატისტიკით და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობით. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საზღვარგარეთ დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე, იმ ღონისძიებებზე, რასაც აპარატი დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს.
იან კელიმ გაიხსენა ჩიკაგოში ქართულ სათვისტომოსთან სტუმრობა და კმაყოფილებით აღნიშნა ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კონცერტები და მათი აქტივობები.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ–ს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის, განვითარებაზე, ამერიკულ ბაზარზე საქართველოს პროდუქციის, ქართული ღვინის გაფართოებაზე, აგრეთვე, ბიოლოგიურად ჯანსაღი საკვების წარმოებაზე.
სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა აპარატის საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარმოადგინა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დიასპორული პოტენციალის, ჰუმანური და ფინანსური რესურსების მობილიზება, დიასპორული ინვესტიციების განხორციელების მექანიზმები, ისაუბრა ამ მხრივ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე.
შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ მისი უწყება ღიაა როგორც დიასპორისთვის, ისე საზოგადოებისთვის და ცდილობს იყოს დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული. მან აშშ–ს ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მარდაჭერისთვის, რასაც ამერიკა იჩენს საქართველოს მიმართ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა და თავად ელჩი კვლავაც გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე.