გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა „ჰარტინგტონ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა „ჰარტინგტონ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
12 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე შეხვდა „ჰარტინგტონ ჯგუფის“ გენერალურ და აღმასრულებელ დირექტორს, დიმიტრი მჭედლიძეს, რომელიც ესპანეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების ქსელს, რომელთაგან პირველი 1966 წელს დაარსდა და უჩვეულოდ დიდ წარმატებას მიაღწია ბიოტექნოლოგიური კვლევების, ბუნებრივ ნივთიერებებზე დამზადებული გამორჩეული ხარისხის პრეპარატების საშუალებით, მოწინავე ტექნოლოგიებით შემუშავებული პროდუქციით. ჯგუფში ამჟამად შედის ოთხი კომპანია, რომლებიც ოპერირებენ ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო აპარატის მიმდინარე პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონიძიებები. დიმიტრი მჭედლიძემ ხაზგასმით აღნიშნა ამგვარი ფორუმების მნიშნველობა და მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს თბილი და საქმიანი მიღებისათვის.