გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმის“ გახსნა

„რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმის“ გახსნა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც „საერთაშორისო დისპორის ჩართულობის ალიანსის“ (IdEA) რეგიონული პარტნიორი, დიასპორულ კვირეულს მართავს.
დიასპორული კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის მონაწილებას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.
13 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში“ დიასპორული კვირეული, „დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმით“ გაიხსნა.
ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ასევე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ.
ფორუმი მიზნად ისახავს, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ახალი დიასპორული ინტელექტლუალური და ფინანსური სერვისების პროგრამების პრეზენტაციას. ასევე, დიასპორული საინვესტიტიო პროექტების გაზიარებას უცხოეთში არსებული დისპორული ბიზნეს საბჭოებისა და სამრეწველო პალატების მიერ, ინოვაციური დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების განვითარების გაძლიერებას რეგიონში, დიასპორის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, ადამიანთა გაერთიანებას საერთო მიზნებისა და საჭიროებების ირგვლივ.