გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ქართული დიასპორის მაქსიმალური კონტრიბუცია და საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ჩართულობა; ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაწილეობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ტრენინგების დაგეგმვაში და აღნიშნულ ტრენინგებში ქართული დიასპორის აქტიურ მონაწილეობას; ასევე, ქართული დიასპორის წარჩინებული სტუდენტების ინტელექტის გამოყენება დარგის განვითარების პროცესში, და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამლულეებისათვის ინფორმციის ხელმისაწვდომობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.