გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმის გახსნით ცერემონიაზე შედგა წიგნის „დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების„ პრეზენტაცია.

რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმის გახსნით ცერემონიაზე შედგა წიგნის „დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების„ პრეზენტაცია.

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

წიგნი გამოქვეყნებულია ქართულ და ინგლისრულ ენებზე ევროკავშირის, დანიის ლტოლვილტა საბჭოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოსიაციისა და კავკასიის ინსტიტუტის მხარდაჭერით. ერთადერთი წიგნი რომელიც ეძღვნება დიასპული საინვესიტიო მექანიზმებს, და ფიანანსური ცოდნის ამაღლებას, შეიცავს ინფომრაციას სხვადასხვა ქვეყნებში დიასპორული საინვესიტიო პროექტებისა და ფინანსური ინკლუზიის წარმატებულ პროექტებზე.
წიგნში თავმოყრილია მასალები მიგრაციისა და საერთაშორისო ფულადი გზვანილების ვითარებაზე მსოფლიოს მასშტაბით, განხილულია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონები, აღწერილია ფულადი გზავნილების ეფექტები განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე, მოყვანილია მაგალიტების სომხეთის, ტაჯიკეთის მშპ-ს დამოკიდებულებაზე მიგრატნების ფულად გზავნილებზე, მიმოხილულია ფულადი გზავნილების პროფილი საქართელოში 2011-2014 წლების მანძილზე.
წიგნის მოიცავს ინფორმაციას დიასპორულ ინვესტიციებსა და წარმოების განვითარების პერსპექტივებზე, ასევე აღნიშნულია სახელმწიფოების როლი დიასპორული ინვესტიციების და მეწარმეობის გაძლიერებაში, დიასპორული ინვესტიციების მოტივები რაც შეიძლება იყოს სოციალური, ფინანსური, ემოციური თუ პატრიოტული მოტივები. განხილულია რატომ ანხორციელებენ დიასპორები ინვესტირებას მშობლიურ ქვეყნებში და მოტივირების კონცეფცუალური მოდელი, ასევე მიმოხილულია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შიდა კვლევა ქართული დიასპორელ ინვესტორების ფენომენის შესახებ.
ამასთანავე, წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორის კაპიტალის პროექტის შესახებ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაამყარა თანამშრომლობა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორულ კვლევით ცენტრთან და საშუალებას აძლევს ქართულ დიასპორას მონაწილეობა მიიღოს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორული კაპიტალური ინვესტიციის პროექტში, რომელიც ახორციელებს და ავრცელებს დიასპორული ინვესტიციებისა და მისი როლის შესახებ სწავლებას.
სპეციალურად წიგნისთვის „დიასპორული საინვესიტიციო მექანიზმები“ მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა დოკუმენტი ქართული დიასპორის რესურსების მობილიზაციაზე, რომელიც დამზადდა მსოფლიო ბანკის მიგრაციია და ფულადი გზავნილების სამმართველოს მიერ, სადაც ფინანსური საინვესიტიო ინსტრუმენტებში განხილულია საქართველოში დიასპორული ობლიგაციების, დეპოზიტების, ფულადი გზავნილებით გამყარებული ობლიგაციების განვითარების პერსპექტივები.