გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საინფორმაციო დღე

დიასპორის საინფორმაციო დღე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, „დიასპორის საინფორმაციო დღე“ გაიმართა. საინფორმაციო დღე ჩატარდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, როგორც „საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის” (IdEA) რეგიონული პარტნიორის მიერ, “გლობალური დიასპორული კვირეული 2015”-ის ფარგლებში. ღონისძიება მიზნად ისახავდა, საზოგადოებისა და დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირებას ევროინტეგრაციის პროცესში, მიგრაციისა და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეები; დიასპორის საინფორმაციო დღეზე წარმოდგენილი იყო ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია; მაყურებელთა წინაშე ქართული ეროვნული ცეკვებითა და სიმღერებით წარდგენენ ფოლკლორული ანსამბლები და გაიმართა ასპარეზობა ხრიდოლში.