გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ტური კახეთში

ტური კახეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

16 ოქტომბერს, გლობალური დისპორული კვირეული კახეთის ტურით დასრულდა. დიასპორული კვირეულის მონაწილეებმა, თელავში, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის (IOM) მიერ დაფინანსებული ემიგრანტების მცირე ბიზნესები მოინახულეს, რის შემდეგაც, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტუმრებს, ნიდერლანდების სამეფოდან დაბრუნებულმა დიასპორული ინვესტიციების ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ უმასპინძლა. გიორგი სვანიძე სამშობლოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და სიღნაღის რაიონში, პირველი ქართული ზეთისხილის პლანტაცია გააშენა.