გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების კონცერტი

უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების კონცერტი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 ოქტომბერს, გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. კლასიკური მუსიკის საღამოზე ნაჩვენები იქნა გამოჩენილი ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების კოლაჟები.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გლობალურ დიასპორულ კვირეულში მონაწილეობისათვის. სახელმწიფო მინისტრმა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი ჯილდო, საპატიო მედლები, რეჟისორებს: გიორგი დანელიას, მიხეილ კობახიძეს, ირაკლი კვირიკაძეს, რევაზ გიგინეიშვილს და ლევან გაბრიაძეს გადასცა. გელა დუმბაძემ, ასევე, კონცერტში მონაწილეობისათვის, მადლობის სიგელები გადასცა მუსიკოსებს: ნათელა იაშვილს-პოლიტკოვსკაიას, ანა ყიფიანს, ლალი ჭილაიას და გოჩა აბულაძეს;
კონცერტის მსვლელობისას პირდაპირი სატელეფონო ჩართვით რეჟისორმა, გიორგი დანელიამ მადლობა გადაუხადა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნისათვის. მან მწუხარება გამოთქვა, რომ პირადად ვერ დაესწრო ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო. სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი დანელიას საპატიო მედალი მის მეგობარს, რეჟისორ, ელდარ შენგელაიას გადასცა. ასევე კონცერტის მსვლელობისას მაყურებელმა იხილა, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე, ქართველი მომღერლის ქეთი მელუას ვიდეო მიმართვა. ქართველმა ვარსკვლავმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისთვის და მწუხარება გამოთქვა, რომ დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. ქეთი მელუამ იმედი გამოთქვა რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ესტუმრება საქართელოს.