გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ვენაში ქართულ საკვირაო სკოლებს სახელმძღვანელოები გადაეცა

ვენაში ქართულ საკვირაო სკოლებს სახელმძღვანელოები გადაეცა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ავსტრიის რესპუბლიკის ქ. ვენაში მოქმედ ორ დიასპორულ ორგანიზაციასთან – „ავსტრიის ქართულ სათვისტომოსა“ და „ავსტრიის ქართულ სახლთან“ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები, საბავშვო ლიტერატურა და თვალსაჩინოებები გაუგზავნა.
საკვირაო სკოლებისათვის წიგნების მიწოდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხერხდა.
ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.