გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თსუ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი გაიხსნა

თსუ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი გაიხსნა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

21 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. თსუ-ს ბიბლიოთეკას მამია და ქრისტინე ბერიშვილების საოჯახო არქივი გადაეცა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ქართველი ემიგრანტის შთამომავალი ტიერი ბერიშვილი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.