გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა პროექტის “ფოტოგამოფენა – საგანძურის” ხელმძღვანელებთან

შეხვედრა პროექტის “ფოტოგამოფენა – საგანძურის” ხელმძღვანელებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის – “ფოტოგამოფენა – საგანძურის” – ხელმძღვანელებს, მაია ჯამბაზიშვილისა  და თამარ არჩუაძეს შეხვდა.
 
სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს გააცნეს პროექტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის პირადი დაფინანსებით და მოიცავს ხელოვნების მუზეუმში დაცული „ოქროს ფონდის“ შედევრების მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებულ ფოტოასლებს. ფოტოგამოფენა აღჭურვილია კომპაქტური შესაფუთი მასალით, უზრუნველყოფილია საინფორმაციო წარწერებით და წარმოადგენს ქართული საგანძურის გაცნობისა და პოპულარიზაციის უნიკალურ საშუალებას.
 
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ “ფოტოგამოფენა – საგანძური” ემსახურება ქართული ფასეულობებისა და ეროვნული ღირებულებების განმტკიცებას საზოგადოებაში; ამავე დროს, იგი შედეგიანად შეიძლება იქნას ჩართული დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეგიდით განხორციელებულ პროექტებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას უცხოეთში.