გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობის პროგრამა

საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობის პროგრამა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2015 წლის 26 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერთან ზურაბ ყორღანაშვილთან. მხარეებმა დაამტკიცეს „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობის პროგრამა“. ახალი პროგრამა ითვალისწინებს, დიასპორის მაღალი კვალიფიკაციის მქონე წევრების საქართველოს განვითარებაში ჩართვის ხელშეწყობას და ამ მიზნით აქტივობების შემუშავებას.
დიასპორელი პროფესიონალები განახორციელებენ სხვადასხვა საპილოტო საქმიანობას სამშობლოში, მოხდება დიასპორის წარმატებულ წევრთა მიღწევების და ახალგაზრდა თაობის საქმიანობის აღიარება. პროგრამაში გათვალისწინებულია ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა რაც სათანადო წვლილს შეიტანს საქართველოსთან კავშირების აღდგენა-გაძლიერებაში, და ამავე დროს გაიზრდება ახალგაზრდების პროფესიული და აკადემიური პოტენციალი პროგრამით გათვალისწინებული სხვა ინიციატივების მეშვეობით.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.