გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელთან

შეხვედრა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

27 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ქენან ოსმან ილდირიმს, მის მოადგილეს ბერქ ალფერ ვარიჯს და ორგანიზაციის წევრს, ბიზნესმენ ერგუნ ათაბაის (გურამ ქოქოლაძე) შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აპარატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ასევე, იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეკონომიკური კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადეს შეხვედრისთვის და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.