გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა კრაკოვში მცხოვრებ ქართველებთან

შეხვედრა კრაკოვში მცხოვრებ ქართველებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 30 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრი ქ. კრაკოვში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა საზოგადოებრივ-კულტურულ ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან“ ოფისში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ქეთი ფრანგულაშვილის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც სტუდენტებს მიესალმა და სახელმწიფო მინისტრი წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე და მისი პროექტების შესახებ ისაუბრა. სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროექტებს, რომლებიც სტუდენტების ჩართულობით ხორციელდება და იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ პროექტს განახორციელებს სტუდენტების მხარდასაჭერად.
გელა დუმბაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი ჯილდო გადასცა საზოგადოებრივ-კულტურული ასოციაციის „ხიდი საქართველოსთან“ დამფუძნებელს ფშემისლავ ნოცუნს.
სახელმწიფო მინისტრი მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს, ვარშავაში მცხოვრებ ქართველებთან გამართავს.