გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან

შეხვედრა რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

28 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – გელა დუმბაძე რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც „კავკასიური სახლის“ პროექტის – ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისთვის და თანამშრომლობისთვის“ – ფარგლებში იმყოფებიან საქართველოში.

გელა დუმბაძემ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა; განიხილეს ქართული დიასპორისწინაშე არსებულ პრობლემები; ისაუბრეს დიასპორული ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობაზე; ასევე, იმსჯელეს დიასპორის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში.
შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში გამართული კონკურსის – „დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება“ – მონაწილეს – ანდრეი ივანოვს გადასცა მადლობის სიგელი და საჩუქარი.