გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კავშირი ,,ჩვენი ბავშვები,,-ს პროექტის პრეზენტაცია

კავშირი ,,ჩვენი ბავშვები,,-ს პროექტის პრეზენტაცია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

11 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უმასპინძლა კავშირი ,,ჩვენი ბავშვები,,ს პროექტს „გამიცანი“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაუნის სინდრომისმქონე მოზარდების მიერ შექმნილი ნახატები.
პროექტს მხარი დაუჭირეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ენერგეტიკის სამინისტრომ, ეროვნულმა მუზეუმმა ასევე ბავშვთა და ახლაგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა.
პროექტის მიზანია: საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ. დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველვყოთ მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე სამედიცინო სფეროს შესაბამისი სპეციალისტები.