გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კომპანია „საბას“ ელექტრონული წიგნების პორტალის სპეციალური შეთავაზება ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის

კომპანია „საბას“ ელექტრონული წიგნების პორტალის სპეციალური შეთავაზება ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
ძვირფასო თანამემამულეებო,
 
გაცნობებთ, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა შეხვედრა „თიბისი“ ბანკის სტრატეგიული პროექტების განყოფილების წარმომადგენელთან, მაია ძირკველიშვილთან და ბანკის შვილობილი კომპანიის – შპს „საბა“-ს დირექტორთან, ირინე ჯავახაძესთან.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა კომპანია „საბას“ ელექტრონული წიგნების პორტალის სპეციალური შეთავაზება ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის.
 
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ მრავალფეროვან ლიტერატურას, ქართული და უცხოური კლასიკის შედევრებსა და თანამედროვე ბესტსელერებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საჩუქრად გადასცემს 10 ელექტრონულ წიგნს.
 
კუთვნილი საჩუქრის მისაღებად დარეგისტრირდით „საბას“ ვებგვერდზე: saba.com.ge. თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მითითებული გაქვთ რეგისტრაციისას, გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: service@saba.com.ge , ხოლო ველში – „subject” მიუთითეთ სიტყვა „დიასპორა“.
 
მან, ვინც უკვე დარეგისტრირებულია „საბას“ ვებგვერდზე, ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, უნდა გამოაგზავნოს მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართი.
 
სასაჩუქრე წიგნების პაკეტში შესულია შემდეგი დასახელების ელექტრონული გამოცემები:
 
 
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ პატარა თანამემამულეებს სთავაზობს უფასო ქართულ ინტერაქტიულ ანბანსა და ზღაპრებს ( iOS -https://goo.gl/YJKq0g;
 
შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ჩვენს თანამემამულეებს, ვისაც სურვილი აქვს, საზოგადოებას გააცნოს საკუთარი შემოქმედება, ელექტრონული წიგნების სახლი სთავაზობს საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნებას ვებგვერდზე: saba.com.ge
 
დარეგისტრირდით ელექტრონულ გამომცემლად და გააცანით თავი სამშობლოს!