გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა 133-ე საშუალო სკოლის მოსწავლეებთან

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა 133-ე საშუალო სკოლის მოსწავლეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ქ.თბილისის 133-ე საშუალო სკოლას ესტუმრა. შეხვედრა,რომელიც ორი საათი გრძელდებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მინისტრს პრეზენტაცია და ჩატარებული მცირე კვლევის შედეგები წარუდგინეს . ასევე გააცნეს საკუთარი შეხედულებები ქართული დიასპორის შესახებ. სახელმწიფო მინისტრი სკოლის მოსწავლეებს ევროპული განათლების დანიშნულებაზე და თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესზე ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ქართული დიასპორის როლზე და მისი კონსოლიდაციის უდიდეს მნიშვნელობაზე. 133-ე საშუალო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი მეგობრობა და თანამშრომლობა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.