გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა პროექტის “ქართული ონლაინ სკოლა” და მისი პროგრამული პლატფორმა. ასევე, აპარატის ექსკლუზიური პროექტი www.tanamemamule.ge და მისი ეფექტური ამოქმედების პერსპექტივები.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: მისიის ხელმღვანელი, ილიანა დერილოვა( IOM)
საქართველოს პროგრამების ოფიცერი ნათია კვიციანი (IOM )
პროექტების მენეჯერი , ვიოლეტა ვაგნერი (ICMPD)
საქართველოს პროექტების ოფიცერი, ქეთი გორგოშიძე (ICMPD)
ადგილობრივი პროექტების მენეჯერი, ზურაბ ყორღანაშვილი (ICMPD/ENIGMMA)
სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ისაუბრა ონლაინ სკოლის, როგორც უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა  ექსპერტებს და  დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
პროექტების განხორციელების მორიგი ეტაპების დეტალური განხილვის დასასრულს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მორიგ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყოს ონლაინ სკოლის სატესტო რეჟიმის შედეგები, კერძოდ, ქართული ენის, საქართველოს ისტორია – მხარეთმცოდნეობის გაკვეთილების გადაცემა საპილოტე ფორმატისთვის შერჩეული მოსწავლეების ჯგუფისათვის.