გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონკურსი – ქართული ხალხური სიმღერის საუკეთესო შესრულებისათვის

კონკურსი – ქართული ხალხური სიმღერის საუკეთესო შესრულებისათვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეთა შორის ქართული ფოლკლორული შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, აცხადებს კონკურსს ქართული ხალხური სიმღერებისა და საშობაო საგალობლების საუკეთესო შესრულებისათვის.

კონკურსის მიზნები:
– კონკურსის მიზანია ქართული ფოლკლორული შემოქმედების, კერძოდ – ქართული სიმღერის პოპულარიზაცია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის
– ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
– დიასპორაში არსებული შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა
– უცხოეთში მცხოვრები მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ჩვენი თანამემამულეებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
– კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ შემსრულებლებს, ისე უცხოეთში მოქმედ ქართულ შემოქმედებით კოლექტივებს
– კონკურსში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია

საკონკურსო პროცედურა და ვადები:
– კონკურსი ტარდება დისტანციურ რეჟიმში
– საკონკურსოდ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი უნდა მომზადდეს MP4 ფორმატში
– ვიდეო რგოლმა უნდა ასახოს მონაწილის ვინაობა
– კონკურსში მონაწილოებისათვის აუცილებელია, 2015 წლის 25 დეკემბრიდან 2016 წლის 25 იანვრის ჩათვლით, 18:00 სთ-მდე
1. შეივსოს განაცხადის ელექტრონული ფორმა:
განაცხადის ფორმა ინდივიდუალურ შემსრულებელთათვის
განაცხადის ფორმა შემოქმედებითი კოლექტივისათვის
2. გამოიგზავნოს საკონკურსო ვიდეო რგოლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: diasporagovge@gmail.com ; ასევე, შესაძლებელია ვიდეო რგოლი გამოიგზავნოს www.wetransfer.com –ის მეშვეობით

საკონკურსო განაცხადის ფორმა:
განაცხადის ფორმა, რომელიც კონკურსანტებმა უნდა გამოაგზავნონ ვიდეო რგოლთან ერთად, ითვალისწინებს ისეთი ინფორმაციის მიღებას კონკურსის მონაწილეებზე, როგორიცაა:

ინდივიდუალურ შემსრულებელთათვის:
1. კონკურსანტის სახელი, გვარი
2. ქვეყანა, ქალაქი
3. ასაკი
4. ერთი-ერთი მშობლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე არასრულწლოვანია)
5. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა)
6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის სკანირებული ასლი

შემოქმედებითი კოლექტივისათვის:
1. შემოქმედებითი კოლექტივის სრული სახელწოდება
2. შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელის სახელი, გვარი
3. ქვეყანა, ქალაქი
4. საკონქატო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა)

კონკურსის ჟიური:
– ჟიური დაკომპლექტებულია 3 (სამი) კვალიფიციური წევრისაგან
– ჟიურის წევრებს განსაზღვრავს კონკურსის ორგანიზატორი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმიწფო მინისტრის აპარატი
– კონკურსის დასრულებიდან სამი დღის განმავლობაში ჟიური განიხილავს საკონკურსო მასალებს და 2016 წლის 29 იანვარს გამოავლენს სამ გამარჯვებულს
– კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე – diaspora.gov.ge

შეფასების კრიტერიუმები:
– ვოკალური შესრულების ხარისხი
– არტისტიზმი
– შემოქმედებითი მიდგომა და მხატვრული გადაწყვეტა

საკონკურსო ნომინაციები:
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
– საუკეთესო ინდივიდუალური შემსრულებელი
– საუკეთესო კოლექტიური შესრულება
– სოციალური ქსელის რჩეული

გამარჯვებულის გამოვლენა სოციალური ქსელის მეშვეობით:
– საკონკურსო ვიდეო რგოლი მიღებიდან მეორე დღეს განთავსდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის YouTube-ისა  და Facebook-ის  გვერდებზე
– ელექტრონული საშუალებების ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება როგორც YouTube-ის, ისე Facebook-ის გვერდზე
– ხმის მიცემა დასრულდება 2016 წლის 25 იანვარს, 18:00 სთ-ზე

გამარჯვებულების დაჯილდოება:
– თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული
– გამარჯვებულები დაჯილ დოვდებიან დიპლომებითა და პრიზებით
– კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სიგელები
– დაჯილდოება გაიმართება 2016 წლის 29 იანვარს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში (მისამართი: ქ. თბილისი, ლეონიძის 3)

ინფორმაციული მხარდაჭერა:
– კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ – diaspora.gov.ge და Facebook –  გვერდებზე
– დიასპორულ ორგანიზაციებს შეუძლიათ კონკურსის შესახებ ინფორმაცია განათავსონ საკუთარ ვებ გვერდებზე და სოციალურ ქსელებში
– მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო მასალები განთავსდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ –diaspora.gov.ge  და Facebook-ის  გვერდებზე

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: diasporagovge@gmail.com ან დავიკავშირდეთ ნომრებზე: +995 32 36 98 70, +995 32 23 69 871 (დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი).