გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრი ქართველი მოჭიდავის ნიკოლოზ (კოლა) ქვარიანის გადმოსვენების საკითხზე შექმნილ საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი ქართველი მოჭიდავის ნიკოლოზ (კოლა) ქვარიანის გადმოსვენების საკითხზე შექმნილ საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ქართველი მოჭიდავის, ნიკოლოზ (კოლა) ქვარიანის ნეშტის ამერიკიდან გადმოსვენების საკითხზე შექმნილ საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. ნიკოლოზ ქვარიანის შთამომავლების სურვილია, ცნობილი ქართველი ფალავანის ნეშტი მშობლიურ ქუთაისში გადმოასვენონ. საინიციატივო ჯგუფმა (ნიკოლოზ ნემსაძე, ვალერი გულბანი, მამუკა მღვდელაძე), სახელმწიფო მინისტრს საინიციატივო ჯგუფის სამოქმედო გეგმა გააცნო. აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია ქალაქ ქუთაისის მერიაც. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას. ნიკოლოზ (კოლა) ქვარიანი 20-იანი წლების დასაწყისიდან ჭიდაობდა ამიერკავკასიის, ევროპისა და ამერიკის დიდ ტურნირებზე. მის სახელს უკავშირდება შტატებში, ამერიკელების კერპის – ჟოზეფ ტოტსმონდის , მოგვიანებით კი მსოფლიოს სახელოვანი ფალავანის “მახრჩობელად” ცნობილი ედ ლუისთან გამარჯვება. გამარჯვებით დამთავრდა კიდევ ერთ, ამერიკელ ფალავანთან ჯონ კლუკსტორთან შერკინება. სადაც, დამარცხებით გაბოროტებულმა ფალავანმა კოლა ქვარიანს განგებ დაუზიანა მარჯვენა თვალი. მიუხედავად ტრამვისა, ქართველ ფალავანს საასპარეზოდ იწვევდნენ ინგლისში, გერმანიაში, შვედეთსა და საბერძნეთში. 50-იან წლებში ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა “მისტერ ამერიკა” ჯინსტელსა და კოლა ქვარიანს შორის. ეს შერკინება ამერიკის ოქროს ერის 10 საუკეთესო მატჩთა შორის შევიდა. კოლა ქვარიანი გადაღებულია ფრანგულ ფილმში “საჭიროა მხეცი” და სტენლი კუბრიკის ამერიკულ დრამაში “მკვლელობა”. ქართველმა ფალავანმა საკუთარი თავი განასახიერა ჰარი ფოსტერის ფილმში “Columbia world of sports 4806 : rasslin Rogues”. 1980 წელს, 77 წლის ნიკოლოზ (კოლა) ქვარიანს თავს დაესხა მოზარდების ჯგუფი, სადაც იგი მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მისი საფლავი, ბევრი სირთულის მიუხედავად აღმოაჩინა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პუბლიცისტმა, ჟურმნალ „მამულის“ გამომცემელმა მანუჩარ კაჭახიძემ. კოლა ქვარიანის სურვილი იყო მისი ნეშტი მშობლიურ ქუთაისში გადმოესვენებინათ.