გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებთან  

შეხვედრა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებთან  

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

5 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ქართული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელები მოიწვია. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სამინისტროს საქმიანობა გააცნო საზოგადოებას და დიასპორის პრობლემებზე ისაუბრა. გელა დუმბაძემ ქართული დიასპორის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სახელმწიფო მინისტრმა მოწვეულ ხელოვანებს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაც დიასპორაში ეროვნული კერის შენარჩუნებას და კულტურული ტრადიციების,,მასტერ კლასების“ ჩატარებას გულისხმობს. აღნიშნულ ინიციატივას მოჰყვა შეთანხმება თანამშრომლობაზე, მიზნობრივი ერთიანი ჯგუფის შექმნის შესახებ.

დაიგეგმა მომდევნო სამუშაო შეხვედრა სადაც წარმოდგენილი იქნება სამუშაო ჯგუფის იდეები და განხორციელების გზები.