გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საშობაო მილოცვა

საშობაო მილოცვა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ძვირფასო თანამემამულენო,

დღეს, მსოფლიო ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს, როგორც კაცობრიობის ხსნის სიმბოლოს, ჭეშმარიტი სიხარული შემოაქვს მორწმუნეთა გულებში.
ამ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე, სამშობლოსგან შორს მყოფებს და მრავალი სიძნელის მიუხედავად, მაინც სამშობლოზე მზრუნველებსა და მის გულშემატკივრებს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეგაქვთ. ქართული სახელმწიფოს წარმატების საფუძველი ჩვენი ერთიანობაა. ჩვენ შეგვიძლია ამ ერთიანობით, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა და საქართველო ევროპის ოჯახის წევრად ვაქციოთ, რათა თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ამ წარმატების სიკეთე.
გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და მშვიდობას, კეთილდღეობას, ბედნიერებასა და წარმატებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!

 

გელა დუმბაძე
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი