გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სამედიცინო დახმარების პროექტი თანამემამულეებს

სამედიცინო დახმარების პროექტი თანამემამულეებს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
25 იანვარს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე იტალიაში მოღვაწე თანამემამულეს, მაია ჯიჯავას და ჯოვანი ჯიაკომანტონიოს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ მათი აქტიური მოღვაწეობა საქართველოსთვის გრძელდება არასამთავრობო სექტორში, დააარსეს და ხელმძღვანელობენ რა ორგანიზაცია „მინერვას“, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისოუნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან. სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს გააცნეს ქართველი ემიგრანტებისათვის სამედიცინო დახმარების პროექტი, რომელიც სურთ განახორციელონ ბარის რეგიონში, სადაც დიდი რაოდენობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და მუშაობს.
პროექტის სხვადასხვა სეგმენტის განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი მხარს დაუჭერს მის განხორციელებას, რამდენადაც ამ მიმართულებით უწყებას გამოცდილება უკვე გააჩნია.