გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სიმღერის კონკურსის ვადის გაგრძელება

სიმღერის კონკურსის ვადის გაგრძელება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ძვირფასო თანამემამულეებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეთა შორის ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, გამოაცხადა კონკურსი ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო საგალობლის საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად. კონკურსმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენი თანამემამულეები გამუდმებით გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, გავაგრძელოთ კონკურსის ვადა, რათა მასში მონაწილეობის ყველა მსურველს მიეცეს საშუალება, წარმოადგინოს საკონკურსო ვიდეორგოლი. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ჩვენი თანამემამულეების ამგვარ დაინტერესებას, ითვალისწინებს მათ სურვილს და აგრძელებს კონკურსს 2016 წლის 10 თებერვლამდე. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, საკონკურსო განაცხადი და ვიდეო რგოლი წარმოადგინონ დადგენილი წესით არა უგვიანეს 2016 წლის 10 თებერვლის 17:00 სთ-ისა. კონკურსში მონაწილეობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე – ქართული ხალხური სიმღერის კონკურსი

გისურვებთ წარმატებას!