გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

წიგნები ავსტრიაში მყოფი პატიმრებისთვის

წიგნები ავსტრიაში მყოფი პატიმრებისთვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის – გელა დუმბაძის ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დიასპორასთან გამართულ შეხვედრაზე ვენაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ  – გოგა ჯალიაშვილმა გააჟღერა ავსტრიის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების თხოვნა, რომლებიც მათთვის ქართული ლიტერატურის გადაცემას ითხოვენ. სახელმწიფო მინისტრმა ჩვენს თანამემამულეებს დახმარება აღუთქვა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა უცხოეთის პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის საკუთარი სახსრებით შეიძინეს ქართულენოვანი წიგნები.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ასევე – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – თემურ ჭკუასელი, რომელმაც ქართველი პატიმრებისთვის გასაგზავნად სახელმწიფო მინისტრის აპარატს თავისი წიგნის – „სიმღერით გამთბარი მიწა“ – რამდენიმე ეგზემპლარი მიაწოდა.
24 იანვარს, წიგნები დიასპორული ორგანიზაციის – „ქართული სახლი ავსტრიაში“ და ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით გაიგზავნა ავსტრიის რესპუბლიკაში.
ავსტრიის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ქართული წიგნები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.