გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლიტვა

ლიტვა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლიტვის რესპუბლიკაში არაოფიციალური მონაცემებით 200-მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში. მათი დიდი ნაწილი განსახლებულია ქ. ვილნიუსში.

ქართული დიასპორული ორგანიზაციები:
1995 წელს ლიტვის რესპუბლიკაში დაარსდა ქართველთა კულტურული საზოგადოება „იბერია“, რომლის მიზანია ენობრივი და კულტურული იდენტობის შენარჩუნება ადგილსამყოფელ ქვეყანაში.

ქართველთა კულტურული საზოგადოება „იბერია“
თავმჯდომარე: სერგო ამირგულაშვილი
მისამართი: ქ . ვილნიუსი, ჯალგირისის ქუჩა 88-504
ტელეფონი: +37060101400
ელ.ფოსტა: iberija@gmail.com

ქართული საკვირაო სკოლა
სკოლა ფუნქციონირებს საქართველოს საელჩოსთან.
საკონტაქტო პირი: პროფ. მარიამ მანჯგალაძე
ტელეფონი: +37062414027
მისამართი: ქ. ვილნიუსი, პოშკოს 13
ელ.ფოსტა: mariam.manjgaladze@tsu.ge

ქართული ენის სასწავლო კურსი:
ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „EU-PREACC  – Possibilities and Limits, Challenges and Obstacles of Transferring CEE EU Pre-accession Best Practices and Experience to Moldova’s and Georgia’s Pre-acession Process (2013-2017)” – ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ლიტველ და ქართველ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ქართული ენა და კულტურა ვილნიუსის უნივერსიტეტში.

 

საკონტაქტო პირი: პროფ. მარიამ მანჯგალაძე
მისამართი: Universiteto g. 5, Vilnius, Lietuva
ტელეფონი: +37062414027
ელ.ფოსტა: mariam.manjgaladze@tsu.ge
ვებ-გვერდი: http://goo.gl/JeMreJ