გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პოლონურ-ქართული წიგნის – „ქართული გემო“ პრეზენტაცია

პოლონურ-ქართული წიგნის – „ქართული გემო“ პრეზენტაცია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოში კიდევ ერთი დიასპორული ინვესტიცია განხორციელდა: 2015 წლის დეკემბერში,თბილისში,3 ვარსკვლავიანი სასტუმრო„ჰილტოპ თბილისი“გაიხსნა, რომელიც პოლონეთში მოღვაწე ეკა ლოლაძემ დააარსა.

გარდა იმისა, რომ ქართულ-პოლონური ვილა „ჰილტოპ თბილისი“ კერძო ბიზნესინიციატივაა, ეკა ლოლაძის ჩანაფიქრით, იგი ქართულ-პოლონური კულტურული ურთიერთობების ერთგვარ ცენტრად უნდა იქცეს, სადაც, საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან, საქართველოს მეგობრებთან პოლონეთში დაპოლონეთის ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობით,არაერთი მნიშვნელოვანიპროექტი განხორციელდება.

21 იანვარს ვილა „ჰილტოპ თბილისში“ ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფის – რადეკ პოლაკისა და ქართველი მუსიკოსის – ვახო ბაბუნაშვილის პოლონურ-ქართული წიგნის – „ქართული გემო“ – პრეზენტაცია გაიმართა;პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია რადეკ პოლაკის თვალით დანახული საქართველოს პეიზაჟები.

წიგნის პრეზენტაციას სტუმრობდნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის,ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პოლონეთის ელჩი  საქართველოში – ანჟეი ჩეშკოვსკი და ქართული და პოლონური ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები.