გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სოლიდარობის ფონდმა 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა

სოლიდარობის ფონდმა 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
2 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შექმნის დღიდან, 2014 წლის ივნისიდან, სოლიდარობის ფონდი მრავალი ქართველი ბავშვის და მათი ოჯახების იმედად იქცა, ხოლო ჩვენი უწყება ერთ-ერთი პირველია იმ მზარდ მხარდამჭერთა რიგებში, რომლებსაც გულწრფელად აწუხებთ მომავალი თაობის ჯანმრთელობის პრობლემები.
სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა საინტერესო და დეტალური ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უახლოეს პერიოდში გავაცნობთ.
შეხვედრის დასასრულს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ ფონდის მიზნების აღსრულებაში ჩართულობა საპატიო და ღირსეული მისიაა როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, ხოლო აპარატის თანამშრომლების დონაციები მიმდინარე წელს მაქსიმალურად გაიზრდება.