გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა

უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

3 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის ინიციატივით, სახელმწიფო მინისტრის აპარატში ქართული დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილეების დონეზე, აგრეთვე, მიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს ქართველი ემიგრანტებისა და ისტორიული დიასპორის  წინაშე მდგარი პრობლემების განხილვა წარმოადგენდა.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ დიასპორის მიმართ არსებული საკითხების პრობლემათა სპექტრის მრავალფეროვნება კომპლექსურ განხილვას და უწყებრივ თანამშრომლობას მოითხოვს. მან მიმოიხილა მსოფლიოში მიგრაციულ პროცესებთან არსებული სირთულეები,  ისაუბრა ქართული დიასპორის სპექტრზე, დიასპორის პოტენციალზე და ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში ამ პოტენციალის გამოყენების გზებსა და მნიშვნელობაზე.
სახელმწიფო მინისტრმა უწყებების წინაშე  ის კონკრეტული საკითხები დააყენა, რომლებიც გამოიკვეთა დიასპორასთან შეხვედრებზე უცხოეთის ქვეყნებში მისი ვიზიტებისას. აღნიშნული საკითხები მოიცავს ისეთ მტკივნეულ თემებს, როგორიცაა:  პენსიის და სოციალური დაცვის, უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების, არალეგალი შრომითი მიგრანტებისათვის ადგილსამყოფელ ქვეყნებში უფასო სამედიცინო კონსულტაციების გაწევის, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ჩვენი თანამემამულეების მიერ უცხოეთში შეძენილი პირადი კუთვნილების   განბაჟების გარეშე შემოტანის, ორმაგი მოქალაქეობის პროცედურებისა და ქართული ეროვნების უცხო ქვეყნის მოქალაქეთა  ბინადრობის მოწმობის პროცედურების გამარტივების, ფულად გზავნილებზე საკომისიო ტარიფების შემცირების, საზღვარგარეთ ქართული მართვის მოწმობით სარგებლობის, საკვირაო სკოლებისთვის შეფასების ონლაინ სისტემის დანერგვის და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის, საკვირაო სკოლების პედაგოგთა გადამზადებისა და სერთიფიცირების, ქართული სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სტაჟის აღიარების, ამანათებისა და  სხვა ტიპის გზავნილებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის, უცხოეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ქართველ პატიმრებზე ზრუნვის საკითხები.  სახელმწიფო მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა აზერბაიჯანსა და თურქეთში ქართული ენისა და ქართული კულტურის კერების შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ამ საკითების ირგვილვ არსებულ პრობლემებზე.
სამუშაო ჯგუფში ჩართულმა უწყებებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დიასპორასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის გზა  არის დიასპორის საკითხებისადმი კომპლექსური მიდგომა, დიასპორის, როგორც უზარმაზარი პოტენციალის სწორი აღქმა, გააზრება და საკითხების გადაწყეტისათვის ერთიანი სივრცის შექმნა, რადგანაც არსებული პრობლემების ფართო სპექტრის გადაწყვეტას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მარტო ვერ უზრუნველყოფს.
თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრს შინაარსიანი შეხვერისათვის და შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები წელიწადში რამდენჯერმე გაიმართოს.

უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა
IMG_3336
IMG_3342
IMG_3350
IMG_3337
IMG_3355
IMG_3364
IMG_3366
IMG_3361
IMG_3364
IMG_3343
IMG_3350
IMG_3430
IMG_3347
IMG_3408
IMG_3440
IMG_3337
IMG_3389
IMG_3434
IMG_3378