გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვერდა CIM/GIZ-ის წარმომადგენელთან

შეხვერდა CIM/GIZ-ის წარმომადგენელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
5 თებერვალს, გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის შეხვედრა CIM/GIZ პროგრამა „მიგრაცია განვითარებისთვის“ დიასპორის საკითხებში უფროს მრჩეველთან, ირმა წერეთელთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი და CIM/GIZ პროგრამა „მიგრაცია განვითარებისთვის“, უმცროსი მრჩეველი არჩილ ავალიშვილი.
შეხვედრაზე განხილული იქნა, მიმდინარე წლის 11-12 მარტს, ქ. ფრანკფურტში დაგეგმილი დიასპორის საერთაშორისო კონფერენციის და დასაქმების ფორუმის საორგანიზაციო საკითხები. მაინის ფრანკფურტში დაგეგმილი ღონისძიება არის ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“ ნაწილი.
დიასპორის საერთაშორისო კონფერენციასა და დასაქმების ფორუმზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ავსტრიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან და პოლონეთიდან. (გთხოვთ, იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა)
დიასპორის კონფერენციას და დასაქმების ფორუმს დაესწრებიან ქართველი დამსაქმებლები სახელმწიფო სექტორებიდან, ტურიზმის, მომსახურებისა და ბიზნესის სხვა სფეროებიდან.
დიასპორის წევრებს ექნებათ საშუალება პირადად შეხვდნენ ქართველ დამსაქმებლებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორიდან, და მიიღონ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების შესახებ.
განხილული იქნა ზემოხსენებულ კონტექსტში CIM/GIZ-სა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეთანხმებული ქმედებები და თანამონაწილეობა.