გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვერდა PH International–საქართველოს წარმომდგენლობის დირექტორთან

შეხვერდა PH International–საქართველოს წარმომდგენლობის დირექტორთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
8 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ამერიკული ორგანიზაცია PH International – საქართველოს წარმომდგენლობის დირექტორს, ბერდია ნაცვლიშვილს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და PH International-ის მიერ ერთობლივად დაგეგმილი „დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობის“ საპილოტე პროექტის განხორციელების საკითხები. აღნიშნული პროექტის მიზანია, ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა დიასპორის წევრების თავმოყრა ვერმონტის შტატის საზაფხულო ბანაკში და ტრენინგების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდა თანამემამულეებს ლიდერული უნარების ჩამოყალიბებაში. ასევე, პროექტი გულისხმობს ახალგაზრდებს ხელი შეუწყოს ამერიკის მასშტაბით, ქართული დიასპორული ღონისძიებების დაგეგმვაში, ახალგაზრდა ლიდერებისთვის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში და ამერიკის კონგრესში ქართული მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე შეხვედრების გამართვაში. აღნიშნულ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კულტურული ცნობიერების და იდენტობის ამაღლებას საზღვარგარეთ დაბადებულ ქართულ თაობებში და ცნობადობის ზრდას სამშობლოში მიმნიდარე პროცესების მიმართებით.
 
შეხვედრაზე დაისახა „დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გზები.