გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან

შეხვედრა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

10 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი,  გელა დუმბაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს,  ნინო ბუცხრიკიძესა და ხათუნა სანამაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის დადგმის შესახებ რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ბაღში, რომელსაც, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის დადგმა საქართველოს დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურთა ღვაწლის ხაზგასასმელად.