გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა კვიპროსში მოქმედი ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან

შეხვედრა კვიპროსში მოქმედი ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

10 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე კვიპროსის რესპუბლიკის ქ. ნიქოზიაში მოქმედი ქართული სათვისტომოს – „ძალა ერთობაშია“- ხელმძღვანელს – მევლუდ ყაფლანიშვილსა და კვირპროსიდან სამშობლოში დაბრუნებლ თანამემამულეს – დავით ყაბანაშვილს  შეხვდა.
მევლუდ ყაფლანიშვილმა სახელმწიფო მინისტრს მოუთხრო კვიპროსის ქართული სათვისტომოსა და ორგანიზაციასთან არსებული საკვირაო სკოლის მიმდინარე საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
გელა დუმბაძემ ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელს  მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე; გააცნო ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური და სოციალური პროგრამები და მხარდაჭერა აღუთქვა ენობრივი და კულტურული იდენტობის შენარჩუნების მიზნით საქმიანობაში; ასევე, გელა დუმბაძემ ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის მასშტაბური ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.