გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ლევილის მამულის მემკვიდრეთა ოჯახებთან

შეხვედრა ლევილის მამულის მემკვიდრეთა ოჯახებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ლევილის მამულის მემკვიდრეთა ოჯახებთან შეხვედრა შედგა.
კომისიის წინა სხდომაზე ხელი მოეწერა ოქმს, რომლის თანახმადაც, ვერსალის შატოს არქიტექტორების, საფრანგეთში ცნობილი პეიზაჟისტებისა და მებაღეებისაგან შექმნილი ჯგუფი მუშაობას დაიწყებს და წარმოადგენს პროექტს ლევილის შატოს მომავალი ფუნქციონირების განსასაზღვრად.
პარიტეტული კომისიის სურვილია, ლევილის შატოში ქართული აკადემია გაიხსნას ქართველი ხელოვანებისა და ისტორიკოსებისათვის, რომში ვილა მედიჩის ფრანგული აკადემიის ანალოგის სახით. ამგვარი პროექტის პროგრამირებისა და შესაბამისი ექსპერტიზის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ გასული წლის სექტემბერში 107.200 ევრო გამოყო. შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა ის პროექტი, რომლებიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ პირველი რესპუბლიკის ღვაწლისა და ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ხორციელდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოსცა საქართველოს ეროვნულმა არქივმა ალბომი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, სადაც თავმოყრილია ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალები. დოკუმენტები პირველი რესპუბლიკის პროგრესულ იდეებსა და ისტორიას აღწერს.
ლევილის მამულის მემკვიდრეთა ოჯახებთან შეხვედრას და პარიტეტული კომისიის სხდომას, პირველი რესპუბლიკის შთამომავლების გარდა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და პარიტეტული კომისიის წევრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.