გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა პარიზში მცხოვრებ ქართველებთან

შეხვედრა პარიზში მცხოვრებ ქართველებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
გელა დუმბაძის შეხვედრა პარიზში მცხოვრებ ქართველებთან

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სახელმწიფო მინისტრი პარიზში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა. გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ჩვენი თანამემამულეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხმა, რომელიც დასკვნით ფაზაშია შესული. სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, ქართული დიასპორის მხრიდან, კიდევ ერთხელ იქნა გაჟღერებული მიცვალებულთა სამშობლოში გადმოსვენების და ქართული ენის სწავლების სტანდარტიზაციის საკითხები.
სახელმწიფო მინისტრმა პარიზში მცხოვრები ქართული დიასპორის თხოვნით, დიასპორაში გაწეული ღვაწლისათვის წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანტონს (კანდელაკი) უწყებრივი ჯილდო „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“ გადასცა.