გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა დიასპორელ ახალგაზრდებთან

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა დიასპორელ ახალგაზრდებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

16 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე პოლონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს მარიამ მერაბიშვილს და ჩეხეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეს სალომე ცუცქირიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი გიორგი მერაბიშვილი.
სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და სამომავლო პროექტები.
თავის მხრივ სტუდენტებმა სახელმწიფო მინისტრს, პოლონეთსა და ჩეხეთში მოქმედი ქართული დიასპორებისა და გასულ წელს შემდგარი “ახალგაზრდა ელჩების” პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ უამბეს.
გელა დუმბაძე მარიამ მერაბიშვილს სერთიფიკატი გადასცა, გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში – “დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება” მონაწილეობისათვის.