გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ICMPD-ს წარმომადგენლობასთან

შეხვედრა ICMPD-ს წარმომადგენლობასთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

13 ნოემბერს, სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერს ვიოლეტა ვაგნერს, ICMPD-ს წარმომადგენელს საქართველოში ზურაბ ყორღანაშვილს და პროექტის ოფიცერს ქეთევან გორგოშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით დაწყებული პროექტების განვითარებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებსმადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიიწვიეს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს დაგეგმილ საზოგადოებრივ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს დაეთმობა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება.