გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ამერიკული კლინიკა თბილისში

ამერიკული კლინიკა თბილისში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე „ამერიკული კლინიკა თბილისში“ დირექტორებს, ნინო მირზიკაშვილს და ნიკა ჩიტაიას შეხვდა. ნიკა ჩიტაია ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზას სიტიში მოღვაწე ექიმი-ენდოკრინოლოგია. ეს ინოვაციური კლინიკა ატლანტის შტატში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულემ, ექიმმა-პედიატრმა, გიორგი კაციტაძემ 2015 წელს დააარსა.
სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს კლინიკის ზოგადი მიმართულებები გააცნეს და გამოთქვეს აპარატის შესაბამის პროექტებში თანამშრომლობის სურვილი, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ პროგრამებში.