გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული ინვესტიცია „ამერიკული სახლი“

დიასპორული ინვესტიცია „ამერიკული სახლი“

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე ქართულ-ამერიკული კომპანია „ამერიკული სახლის“ საგამოფენო სივრცე მოინახულა. დიასპორული ინვესტიცია, ქართული დიასპორული ორგანიზაცია “ქართველთა ამერიკული საზოგადოების“ ხელმძღვანელის და დიასპორელი ინვესტორის, თემურ ცაგარეიშვილს მიერ არის განხორციელებული.
კომპანია „ამერიკული სახლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თემურ ცაგარეიშვილმა და კომპანიის დირექტორმა, თამარ როსტიაშვილმა სახელმწიფო მინისტრთან ერთად მშენებლობები, სახელმწიფო მინისტრის უფროს მრჩეველს ნინა მატიაშვილს და ანალიზისა და დაგეგვმის დეპარტამენტის უფროსს, თემურ ტარტარაშვილს დაათვალიერებინეს. თემურ ცაგარეიშვილის თქმით საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე შენდება სუვენირების მაღაზია, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს ამერიკული ინვენტარი, საკუთარი  სახლის ან მაღაზიის მოსაწყობად.
„ამერიკული სახლი“-ს  ძირითადი საქმიანობა სამშენებლო სექტორს უკავშირდება. ის მომხმარებელს სთავაზობს მზა კონსტრუქციულ სახლებს, რომელიც გამოირჩევა ალტერნატიული თანამედროვე მშენებლობის მეთოდით და რომლის აშენებაც 2-3 თვეშია შესაძლებელი.
„ამერიკული სახლი“ მოიცავს 31  განსხვავებულ პროექტს, ერთ და ორ სართულიან სახლებს, ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია ასაწყობი კონტეინერები, რომელიც მომხმარებელმა შესაძლებელია გამოიყენოს ოფისად, მაღაზიად და სხვა მცირე ბიზნესების საწარმოებლად. კომპანია „ამერიკულ სახლს“ 50 მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კვალიფიციური კონსულტანტები დამატებით მოემსახურებიან მომხმარებელს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა გათბობა-გაგრილების, განათების, დაცვის და მზის სისტემების მონტაჟი. პირველად საქართველოში კომპანია „ამერიკული სახლი“  მომხმარებელს „ჭკვიანი სახლის“ სისტემის დანერგვის შესაძლებლობას სთავაზობს, რომელიც სახლების ეფექტურ, მაღალეკონომიურ მენეჯმენტს უზრუნველყოფს. აღნიშნული სერვისების გამოყენებით ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში მომხმარებელი მისთვის საუკეთესო სახლს შეარჩევს.
„ამერიკული სახლი“ მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ახალ კონცეფციას, რაც გულისხმობს სახლების საგამოფენო სივრცეს, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს უკვე აშენებული სახლები და შეარჩიოს სახლის მისთვის სასურველი მოდელი.
კომპანიის მიზანია, კავკასიის რეგიონში მოახდინოს მზა კონსტრუქციებით ასაწყობი კერძო სახლების ალტერნატიული თანამედროვე მშენებლობის მეთოდის შეთავაზება, რომელიც ეყრდნობა ინდუსტრიის საერთაშორისო გამოცდილებებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სახლები პროექტირებულია ამერიკაში.
საგამოფენო სივრცის ტერიტორიაზე  ამჟამად შენდება ამერიკული ვილა სადაც მოეწყობა „ამერიკული კუთხე“, ხოლო შაბათ-კვირას ჩატარდება  ქართულ-ამერიკული ღონისძიებები.

IMG_3915
1
IMG_3920
IMG_3923
IMG_3944
IMG_3943
IMG_3936
IMG_3939
IMG_3954
IMG_3957
IMG_3961
american house1
Americanhouse2