გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

23 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოს პარლამენტში, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, აგრეთვე, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები ესწრებოდნენ.
ღონისძიება გაგრძელდა პარლამენტის ეზოში, სადაც იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.