გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მარია ფარის საბავშვო წიგნის „ვაფლის გულების“ პრეზენტაცია

მარია ფარის საბავშვო წიგნის „ვაფლის გულების“ პრეზენტაცია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
20 თებერვალს ქ. ოსლოში, ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს შენობაში, ნორვეგიელი მწერლის, მარია ფარის საბავშვო წიგნის „ვაფლის გულების“ პრეზენტაცია გაიმართა. მარია ფარი ნორვეგიული საბავშვო ლიტერატურის „სუპერვარსკვლავად“ ცნობილი ახალგაზრდა მწერალია, „ვაფლის გულები“ კი მისი სადებიუტო ნაწარმოები, რომელიც 2005 წელს გამოიცა.
ნაწარმოები ქართულ ენაზე თარგმნა ჩვენმა თანამემამულემ, თამარ ტაბახმელაშვილმა, რომელიც ამჟამად ქ. ოსლოს უნივერსიტეტის დოქტორანტია. „ვაფლის გულების“ გარდა, მას თარგმნილი აქვს სხვა ნორვეგიელი მწერლების, შელ ასკილდსენის, დაგ სულსტას, გრუ დალეს, სტიან ჰულეს მოთხრობები და ნოველები. მარია ფარის „ვაფლის გულები“ გამოიცა ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ. წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
საელჩოში გამართული საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ნორვეგიაში, მამუკა ციხელაშვილმა. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, თარგმანის ავტორმა, ქალბატონმა თამარ ტაბახმელაშვილმა და ქალბატონმა მანანა ზარიძემ წაიკითხეს ნაწყვეტები წიგნიდან. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. ოსლოში მცხოვრები ქართველები. ღონისძიების დასასრულს გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. პრეზენტაცია ჩატარდა ნორვეგიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მეუღლის- ქალბატონ მანანა ზარიძის ორგანიზებით.