გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა კომპანია „თბილინვესტ“ ჯგუფის ხელმძღვანელებთან

შეხვედრა კომპანია „თბილინვესტ“ ჯგუფის ხელმძღვანელებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

25 თებერვალს, დიასპორის საკითხვებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე კომპანია „ თბილინვესტ“ ჯგუფის ხელმძღვანელებს დავით ებრალიძეს, ბესარიონ ყამარაულს და სოსო ზაზაშვილს შეხვდა. კომპანია „თბილინვესტ“ ჯგუფი ახორციელბს პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით – ფარმაცია, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, მედია, ტურიზმი, ღვინის ექსპორტი.
შეხვედრაზე სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს გააცნეს „თბილინვესტ“ ჯგუფის პროექტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც ქართული ღვინის სახლების დაფუძნებას ითვალისწინებს,  ქართული ღვინის  ორი სახლი უკვე ფუნქციონირებს, წლის ბოლომდე კი 50 ასეთი სახლის გახსნა იგეგმება. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ჯგუფის წევრებს გააცნო იდეა საზღვარგარეთ ქართული სახლების დაარსების და ფუნქციონირების თაობაზე.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებმა გამოხატეს ურთიერთთანამშრომლობის მზადყოფნა.